IEK კომპანიების ჯგუფი
IEK საქართველო – ელექტროტექნიკის პროდუქციის ერთერთი წამყვანი მწარმოებელი და მომწოდებელი.
IEK საქართველო გთავაზობთ მზა კომპლექსურ გადაწყვეტილებებს მშენებლობის, საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, მრეწველობის, ენერგეტიკის და IT-ტექნოლოგიის სფეროში.
IEK საქართველო აფასებს თავისი მომხმარებლების ნდობას და ცდილობს შესთავაზოს მათ თანამშრომლობისთვის მაქსიმალურად მორგებული პირობები და პროდუქციის სტაბილური ხარისხი. დღესაც კომპანია წინ უსწრებს ელექტროტექნიკური ბაზრის ზრდის ტემპების თავისი ცხოვრებისეული აქტიური პოზიციით.
სავაჭრო ნიშანი IEK
სავაჭრო ნიშანი IEK 20 წელიწადზე მეტია რაც ცნობილია ბაზარზე. ეს არის დროში გამოცდილი საერთაშორისო ელექტროტექნიკური ბრენდი, რაც მომხმარებლისთვის სანდოობის გარანტიაა.
IEK-ის პროდუქციას კარგად იცნობენ პროფესიონალები, მას გააჩნია წარმატებული ელექტროტექნიკური ბრენდის ძირითადი მახასიათებლებს: მაღალი ხარისხი, გამძლეობა, ოპტიმალური ფასები, ფართო ასორტიმენტი საქონლის ყველა ტიპის ჯგუფებში, ლაკონიური და ესთეტიური დიზაინი, და მარტივი კონსტრუქციული გადაწყვეტილებები ობიექტის სწრაფი მომსახურებისთვის.
IEK-ის პროდუქციას ამონტაჟებენ მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსების და საწარმოო ობიექტების მშენებლობის დროს; IEK-ის სავაჭრო ნიშანს ენდობიან სკოლების, საავადმყოფოების აღჭურვისთვის, არქიტექტურული ძეგლების რეკონსტრუქციისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო ობიექტებზე მუშაობის დროს.
არჩევანის შესაძლებლობა – თავისუფლებაა!
ბაზარზე ახალი პროდუქციის უწყვეტი გამოტანა – IEK-ის სავაჭრო ნიშნის სავიზიტო ბარათია. კომპანიის აქტივში ამჟამად 7 ათასი ნაკეთობის დასახელებაა. დღეს IEK გადის ახალ ბაზარზე, აქტიურად ითვისებს ტელეკომუნიკაციების, ელექტროძრავების და მაღალვოლტიანი აღჭურვილობის მიმართულებებს.
ჩვენ ვქმნით ნაკეთობებს, რომლებიც მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებენ ამასთან, ჩვენ გთავაზობთ არა უბრალოდ ცალკეულ საქონელს, არამედ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს, რომლის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი დარგის ნებისმიერი ობიექტის ენერგომომარაგების სისტემის მოწყობა.
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ
TM IEK-ას გაყიდვების გეოგრაფია მოიცავს საქართველოს, უკრაინის, ბალტიისპირეთის, ბელორუსიის, მოლდოვას, ყაზახეთის, ასევე რუმინეთის და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ტერიტორიებს.
იმისთვის რომ IEK-ის პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ, კომპანიაში შექმნილია დისტრიბუციის ეფექტური სისტემა. პარტნიორი-კომპანიები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან IEK-ის დისტრიბუტორთა ქსელში და მთელი ასორტიმენტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ ყველა მსხვილ ქალაქსა თუ მცირე დასახლებულ ადგილებში.
IEK საქართველო გთავაზობთ არა მხოლოდ ხარისხიან პროდუქციას ადექვატურ ფასად არამედ ის უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ მიწოდებას თითოეულ ობიექტზე IEK-ის გეოგრაფიის ფარგლებში.
შექმნის ხელოვნება
IEK საქართველო-ოს უნაკლო რეპუტაცია მეტყველებს იმაზე რომ მისი მიზანი არ არის წამიერი მოგება – მისი მიზნები მომავლისკენაა მიმართული. IEK-ას სწორი სამრეწველო სტრატეგია უზრუნველყოფს არსებული რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას. საწარმოო სისტემებისადმი გააზრებული მიდგომის მეშვეობით IEK ახორციელებს ერთერთ თავის ძირითად პრინციპს – შექმნას ხარისხიანი, თანამედროვე და მოთხოვნადი პროდუქცია ადექვატურ ფასად.
მუდმივობა – ოსტატობის ნიშანია
წარმოების მოცულობის მუდმივი და მნიშვნელოვანი ზრდა და მომხმარებელთა ფართო წრე კომპანიას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს. ამიტომ ყველა ეტაპზე – ნედლეულიდან მზა პროდუქტამდე – IEK ყურადღებას აქცევს, უპირველეს ყოვლისა, ხარისხის კონტროლს. IEK-ას პროდუქცია გადის შემოწმებას კომპანიის კუთვნილ ლაბორატორიაში და ასევე ოფიციალურ საცდელ და სერტიფიცირების ცენტრებში.
მასალის და ნაწილების ხარისხი, ორიგინალური გაუმჯობესებული რეცეპტები პლასტიკური ნაკეთობებისთვის, მუდმივი კონტროლი წარმოების ყოველ ეტაპზე, კვალიფიცირებული სპეციალისტების დასწრება საწარმოო მოედნებზე – ყველაფერი ეს ხარისხის დონეს გამოცხადებულ დონეზე გვინარჩუნებს და გვაძლევს საშუალებას მუდმივად განვვითარდეთ.
საქართველოში სჯერათ რომ: ხარისხზე უკეთესი შეიძლება მხოლოდ ხარისხის მუდმივობა იყოს!
საინფორმაციო დახმარება
IEK საქართველო მაქსიმალურად უმარტივებს მომხმარებლებს საჭირო აღჭურვილობის შერჩევას. პროფესიონალური აუდიტორიისათვის რეგულარულად გამოიცემა პროდუქციის ყველა ჯგუფის მოხერხებული ტექნიკური კატალოგები, საერთო კატალოგები სრული ნუსხით და საქონლის დეტალური აღწერილობით, ბუკლეტები კომპანიასა და ახალ პროდუქტებზე.
ენერგეტიკის და ელექტროტექნიკის დარგების სპეციალისტებისთვის IEK-ამ შექმნა უნიკალური საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსი „პროფესიული გაერთიანება“. პროექტირების სპეციალისტებისთვის შეიქმნა წარმატებულად მოქმედი ინოვაციური ინტერნეტ-სერვისი “IEK+”, რომელიც აერთიანებს საინფორმაციო და სასწავლო ფუნქციებს, სამუშაო პროგრამულ ინსტრუმენტებს, ტექნიკური დახმარების შესაძლებლობებს და ბონუსების სისტემას.