ITK 1U პატჩ-პანელი კატ.5Е UTP, 24 პორტი (Dual)
კომუტაციური ანუ პატჩ-პანელები არის შენობა-ნაგებობების ნებისმიერი სტრუქტურირებული საკაბელო სისტემის და IT-ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საინფორმაციო როზეტებისა და ტერმინალური პორტების დიდი რაოდენობით, რომელიც უნდა ჩაირთოს აქტიური ქსელური აღჭურვილობის პორტებში სერვერებსა და გამანაწილებელ კვანძებში. დამაგრების მეთოდის და საკაბელო სისტემის მასშტაბის, ქსელის ტიპის მიხედვით IEK ამზადებს პატჩ-პანელებს კედელზე დასამონტაჟებლად ან 19-დიუმიან კონსტრუქციაში დასამონტაჟებლად, პორტების რაოდენობით (12-, 24-, 48-, 50-პორტების კატეგორიები), 3 (სატელეფონო), 5E, 6, 6A კაბელური ორგანიზატორით ან მის გარეშე. 19-დიუმიან კარადაში დასამონტაჟებელი პატჩ-პანელები შეესაბამება 19″ (482,6 მმ) სტანდარტს, გააჩნია პროფილზე დამაგრებისთვის განკუთვნილი ნახვრეტები მარცხენა და მარჯვენა მხარეებზე, მზადდება 1 ან 2 იუნიტის სიმაღლისა. წინა მხარეს IEK-ის ყველა პატჩ-პანელს გააჩნია დამატებითი მარკირების და პორტების ციფრული ნუმერაციის სპეციალური ველი, უკანა მხარეს IDC მოდულებს გააჩნიათ ფერადი და ციფრული ნუმერაცია. ასევე მონტაჟის და კაბელების გაყვანის გამარტივებისთვის გააჩნია წინ ან უკან განლაგებული საკაბელო ორგანიზატორები. 5Е UTP კატეგორიის ITK პატჩ-პანელები შეესაბამება UL 1863, ISO/IEC 11801:2002, TIA/EIA-568-B სტანდარტებს, გამტარების კოდირება უკანა მხარეს T568B და A შესაბამისად. მზადდება ორ მოდიფიკაციაში: კაბელური ორგანიზატორით და მის გარეშე, წინ გააჩნია დამატებითი მარკირების ველი, ფუთდება სამაგრის მქონე მუყაოს კოლოფში.